სუს-ის უფროსი ბელორუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით ბელორუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვახტანგ გომელაური ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ესწრება.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას „საქართველოს და ბელორუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“.

მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს გაფორმებული აქვს ნატო-ს და ევროკავშირის წევრ ოცამდე ქვეყანასთან და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები