ვაკეში დაჭრილ მამაკაცს ოპერაციისთვის ამზადებენ

მამაკაცს, რომელიც დღეს საღამოს ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე დაჭრეს, ოპერაციისთვის ამზადებენ, – ამის შესახებ “კვირას” “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” განუცხადეს.
მამაკაცის დაჭრის ფაქტს რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღვოდა წინ.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბი შუახნის მამაკაცებსა და ერთ ახალგაზრდას შორის მიმდინარეობდა, რა დროსაც, გასროლის ხმა გაისმა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 236-ე და 117 მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები