ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, აბაშიძის 68 ნომერში სროლა იყო, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცს ქვედა კიდურები დაუზიანდა.
იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები