რუსთავში მეზობლებს შორის ჩხუბის შედეგად, ერთი პირი დაიჭრა, მეორე დააკავეს

სამართალდამცველებმა რუსთავში მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარი დანაშაულის გამო დაკავებულია ერთი პირი.
გუშინ გვიან ღამით, რუსთავში “მარის არხის” დასახლებაში მეზობლებს შორის დაპირსიპირება ჩხუბში გადაიზარდა.
ინციდენტის დროს მეზობელმა მამაკაცი დანით დაჭრა.
დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები