პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში დაკითხავენ

რადგან ბურჭულაძემ და მისმა ადვოკატმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი საჯაროდ თქვეს, მოწმე, კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში დაიკითხება – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,
მამუკა ვასაძის ინფორმაციით, ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, პროკურორის მოადგილე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, დადგება თუ არა ფონდ ,,იავნანას’’ დამფუძნებლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
„პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, საუბარი ნაადრევია, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ, ასეთი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვასაძემ.
პაატა ბურჭულაძე, მოწმის სტატუსით გამოსაკითხად, მთავარ პროკურატურაში 13 დეკემბერსაა დაბარებული, თუმცა მისი ადვოკატის სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, ბურჭულაძე საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და მზადაა ჩვენება, მოსამართლის თანდასწრებით, დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში მისცეს.
„იავნანას“ ფინანსური საქმიანობის შესწავლის თხოვნით, მთავარ პროკურატურას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები