თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შუახნის ქალბატონი დაშავდა

თელავში, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა, რის შედეგადაც, შუახნის ქალბატონი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ერეკლე მეორის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომანქანა შუახნის ქალს იმ დროს დაეჯახა, როდესაც იგი გზის მონაკვეთის გადაკვეთას ცდილობდა.
შემთხვევის შედეგად, ფეხით მოსიარულემ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობა მიიღო. იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები