კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ უნდა იმსჯელონ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს სამი ადვოკატი იცავს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვის განმავლობაში, სააკაშვილი განსასჯელთა სკამზე არ იჯდება. მიხეილ სააკაშვილი გამოიყვანეს განსასჯელთათვის განკუთვნილი კამერიდან და ადვოკატების გვერდით დასვეს.
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, შინაპატიმრობასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში შესვლის შემდეგ, სანდრა რულოსვთან ერთად, უკრაინის და საქართველოს ჰიმნები შეასრულა.
სასამართლო დღეს დილიდან საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული, შენობის მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ.
მიხეილ სააკაშვილს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარედგინება, რაც დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები