12 დეკემბერს სემეკი კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე განიხილავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადებით წარმოდგენილ, მომდევნო წლების საინვესტიციო გეგმებს.
კერძოდ, კომისია იმსჯელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სს „საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსის“, შპს „ვარდნილჰესების კასკადის“, შპს „ენგურჰესის“ მიერ მომდევნო წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების შესახებ.
ამავე სხდომაზე მოხდება შეთანხმება სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“ შპს „რუსთავის წყალის“ 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე.
ამასთან, კომისია იმსჯელებს საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ კომისიის აპარატის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმოდგენილ პროექტზე.
სემეკში საჯარო სხდომა დაიწყება 10:00 საათზე. სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სხდომის დღის წესრიგი სრულად განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: http://www.gnerc.org

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები