თბილისის მერიას 2018 წლის ბიუჯეტში რეკლამისთვის მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი

დედაქალაქის მერიას 2018 წლის ბიუჯეტში რეკლამისთვის მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი – ამის შესახებ თბილისის მთავრობის განკურგულებაშია ნათქვამი.
აღნიშნული თანხის ნაწილი 650 ათასი ლარი, ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონული გამგეობების დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ საინფორმაციო მასალების, რგოლების დამზადების, მედია-სივრცესა და სოციალურ ქსელებში განთავსებისა და სარეკლამო კამპანიის წარმოებაში დაიხარჯება.
ამასთან, ვიდეოპორატალ MYVIDEO.GE-ზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლების განთავსების მომსახურებისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი.
რეკლამა სოციალურ ქსელში 20 000, ხოლო მერიისა დ ამისი სტრუქტურული ერთეულებისა თუ გამგეობების დაგეგმილი ღონისძიებების პირდაპირი ეთერით ტრანსლირებისთვის ტექნიკური საშუალებების, ტელე-ოპერატორებისა და რეჟისორების მომსახურებისთვის 80 000 ლარია განსაზღვრული, პოლიგრაფიული და სარეკლამო მასალებისა თუ სხვა თანმდევი მომსახურება-მონტაჟისთვის კი, 250 000.
ჯამში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში რეკლამისთვის გამოყოფილი ხარჯი 1 100 000 აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები