რუსთავში პოლიციელს დაესხნენ თავს – სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია

რუსთავში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, პოლიციელი ცხელ კვალზე, სავარაუდო დამნაშავის დაკავებას ცდილობდა, ამ დროს მას თავს დაესხნენ და თავში არმატურა ჩაარტყეს.
პოლიციელზე სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. რაც შეეხება პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები