შსს-მ „ანტრეში“ ქურდობის ჩამდენი არასრულწლოვანი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში“ ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი პირი გამოავლინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული დ.ყ. ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ყ.-მ მიმდინარე წლის 10 დეკემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში“ სალაროდან ფული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე გამოავლინეს.
ამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, -აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები