ბათუმში მომხდარი აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე  მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „კვირას“აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ განუცხადა, მომხდარის შედეგად, სულ ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ქალია და 2 მცირეწლოვანია. „ სულ 5 პირია დაშავებული – სამი ქალბატონი და 2 ბავში. აქედან ერთ-ერთის, 68 წლის ქალბატონის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ის პოლიტრავმით არის შეყვანილი საავადმყოფოში.ადგილზე იმყოფება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დანარჩენი დაშავებულების, მათ შორის 2 მცირეწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია“, -განუცხადა „კვირას“ მინისტის მოადგილემ.

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, დაახლოებით 9 ოჯახი დაზარალდა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. ადგილზე ასევე მივიდნენ ”სოკარ ჯორჯია გაზის” აჭარის წარმომადგენლებიც. როგორც კომპანიის წარმომადგენელი, დავით ლეკიშვილი აცხადებს, პირველადი დათვალიერებით აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კომპანია მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები