„ვიმედოვნებ, ადვოკატები დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლისა და ჩარევის გარეშე, მოახდენენ თვითორგანიზებას“

“იმედს გამოვთქვამ, რომ ადვოკატები დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლისა და ჩარევის გარეშე, მოახდენენ თვითორგანიზებას და შედეგების მიმართ არ იქნება არანაირი კითხვის ნიშნები”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის არჩევნებზე განვითარებული პროცესების კომენტირებისას აღნიშნა.

”სახალხო დამცველის ოფისი დაკვირვების პროცესში ჩართული არ ყოფილა, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ დამოუკიდებელი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ ადგილზე. „ადვოკატთა ასოციაციას“ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ბუნებრივია, მე დაინტერესებული ვარ, პროცესები იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და გამჭვირვალე. იმედს გამოვთქვამ, რომ ადვოკატები დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლისა და ჩარევის გარეშე, მოახდენენ თვითორგანიზებას და შედეგების მიმართ არ იქნება არანაირი კითხვის ნიშნები”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები