გურიის ფეხბურთის ფედერაციის მდივანი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე დაკითხეს

ფეხბურთის მსაჯის ილო ტუღუშის საქმესთან დაკავშირებით ნუგზარ ჩხაიძე ზუგდიდში სამხარეო პოლიციაში 11 საათი იკითხებოდა. როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, მან გაუთქმელობის პირობაზე მოაწერა ხელი და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კითხვების შინაარსზე ვერ საუბრობს.
,,ხელი მოვაწერე გაუთქმელობის პირობას.იყო დამატებითი კითხვები თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კითხვების შინაარსზე ვერ ვისაუბრებ,”- აღნიშნა ჩხაიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე ჰქონდა თუ არა გამოძიებას ე.წ. გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით კითხვები, ჩხაიძემ უპასუხა რომ არა.
რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის მიერ დასახელებულ ორ პიროვნებას, ჩხაიძეს ინფორმაციით ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
ილო ტუღუში სამართალდამცველებმა ჩამომხრჩვალი 6 დეკემბერს იპოვეს. ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები