თორნიკე შენგელია: შიო ხეცურიანი ღირსეული კანდიდატია საქართველოში კალათბურთის ასაღორძინებლად

ვეტერანი კალათბურთელის, კახა შენგელიას შვილმა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატს, შიო ხეცურიანს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, შიო ხეცურიანი კალათბურთის აღორძინებისთვის ღირსეული კანდიდატია.

“მოგესალმებით, დიდი იმედი მქონდა, რომ არ მომიწევდა ამ თემაში ჩარევა, მაგრამ ჩემი დიდი სიყვარულის კალათბურთის მიმართ და წლების მანძილზე დანახული ბევრი უსამართლობის გამო, თავს უფლება მივეცი, გამეკეთებინა ეს განცხადება! როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ჩატარდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. იმის შემდეგ, რაც კახა შენგელია და შიო ხეცურიანი გაერთიანდნენ, დღესდღეობით, არის წარდგენილი 2 კანდიდატი… მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ყველას მიმართ, მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო შიო ხეცურიანს. ვთვლი, რომ იგი დღეს არის ღირსეული კანდიდატი იმისათვის, რომ აღორძინდეს კალათბურთი საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად დავდგებით და მხარს დავუჭერთ სიმართლეს, რადგან ეს ჩვენs საერთო საქმეს, კალათბურთს ეხება!”, – წერს თორნიკე შენგელია.

შეგახსენებთ, რომ კახა შენგელიამ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, შიო ხეცურიანის სასარგებლოდ, საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე კვირის წინ მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები