ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ქალბატონი ემსხვერპლა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკუში, ჯვარი – ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ზუგდიდის მკვიდრი, 1984 წელს დაბადებული ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი საფრანგეთის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც ადგილიდან არ მიმალულა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა დაწყებული. გარდაცვლილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები