არასამთავრობო ორგანიზაცია RIVG-მა ჟურნალისტებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე ტრენინგი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

არასამთავრობო ორგანიზაციამ, “Rehabilitation Initiative for Vulnerable Groups”-მა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის შესახებ ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო და სხვა სახის რეფორმების თაობაზე მიეწოდათ ინფორმაცია​.
მედიისა და RIVG-ის წარმომადგენლების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე არსებული ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები იყო. ჟურნალისტთა განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მათ კვალიფიციურ მუშაობას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ RIVG-ის წარმომადგენლებმა მედიას, ჩატარებული კვლევა – „არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“ გააცნეს. ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე, როგორც საკანონმდებლო, ასევე, პრაქტიკის დონეზე. გარდა ამისა, ჟურნალისტებს ინფორმაცია დანაშაულის პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ზომების შესახებაც მიაწოდეს.
აღნიშნული პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები