“ლანჩხუთის გურიას” დირექტორის მოადგილე გამომძიებლის კითხვებს პასუხობს

საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის გურიას” დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძე გარდაცვლილი მსაჯის, ილო ტუღუშის საქმესთან დაკავშირებით იკითხება. ნუგზარ ჩხაიძე დღეს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიბარეს.
როგორც ჩხაიძემ დაკითხვამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი გამოძიებამ ერთხელ უკვე დაკითხა და უცნობია, თუ რა კითხვები აქვს დღეისათვის მასთან გამოძიებას.
,,მე ერთხელ უკვე დამკითხეს ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ლანჩხუთში. მათ კითხვებს გავეცი პასუხი. ახლა უცნობია, სხვა, დამატებით, რა კითხვები აქვს გამოძიებას. რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებას, დიახ, ვაღიარებ: მე ვიყავი მისული თანხასთან დაკავშირებით. ოჯახი ახლა ისეთ სიტუაციაშია, ვერ გაამტყუნებ. ყველაფერს დაადგენს გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს”, – განაცხადა ჩხაიძემ.
ილო ტუღუში მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში ჩამომხრჩვალი 7 დეკემბერს იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები