თბილისში, პიროტექნიკით 8 წლის ბავშვი დაშავდა

თბილისში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 8 წლის ბიჭმა მე-2 ხარისხის დამწვრობა მიიღო.

როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, 2017 წლის ბოლოს, მოახლოებულ საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოზარდმა თითის დამწვრობა მიიღო.

მისივე თქმით, პაციენტს მეორე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული.

ქაშიბაძე ამბობს, რომ 8 წლის ბიჭს ამბულატორიული სამედიცინო დახმარება დასჭირდა და იგი სახლში მკურნალობას აგრძელებს.
გუგა ქაშიბაძე მშობლებს მოუწოდებს, რომ საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით შვილებს მეტი ყურადღება მიაქციონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები