საბაჟო პუნქტებზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

1-6 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „მტკვარი“ და „სარფი“, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა, – ამის შესახებ „კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ა.ბ-ს, ე.ა-ს, კ.კ-სა და რ.მ-ს კუთვნილი ავტომობილებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (7 კაფსულა და 7 აბი) და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (2.42) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები