ყაზბეგის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ბ.რ-ს სხეულის სკანერით დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები – საერთო წონა 53.71 გრამი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,212.61 ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, 4,212.61 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები