ზღვაში დაკარგული სამხედროს ოჯახისთვის, თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობისთვის, ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, თაღლითობის მცდელობაში ბრალდებულები ვ.ბ. და გ.ხ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დადასტურდა, რომ 2017 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2016 წლის აგვისტოში წვრთნებისას გაუგზავნეს ყალბი ინფორმაციის შემცველი, თითქოსდა, ცოცხლად გადარჩენილი სამხედრო მოსამსახურის სახელით დაწერილი არაერთი წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელის პირადი საჭიროებისთვის, მოტყუებით ითხოვდნენ 39 000 აშშ დოლარის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ბ და გ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ბ-ს 7 წლით, ხოლო გ.ხ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ამავე განაჩენით, სასამართლომ მესამე ბრალდებული ჯ.შ., რომელსაც ბრალი ასევე 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, უდანაშაულოდ სცნო.
ბრალდების მხარე, განაჩენის მიღების შემდგომ, ჯ.შ.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები