ლევან კობიაშვილი გარდაცვლილი მსაჯის საქმეზე: ფეხბურთის ფედერაცია მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გარდაცვლილი მსაჯის, ილია ტუღუშის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.
კობიაშვილის საგანგებო მიმართვა ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ფედერაცია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. კობიაშვილი ასევე, თხოვნით მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, რომ ინფორმაციის გავრცელებისას, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.
“3 დეკემბრის მატჩში ლანჩხუთში გაიმართა, ლანჩხუთის “გურიის” და თელავს შორის და მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ილია ტუღუშს ამ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. ის მხოლოდ და მხოლოდ მსაჯობდა ახალგაზრდულ ჩემპიონატებში და ასევე, რეგიონალურ გათამაშებაში. ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან,“ – განაცხადა კობიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები