უამინდობის გამო, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა გადაიდო

უამინდობის გამო, 9 დეკემბერს კურორტ გოდერძიზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა ერთი დღით გადაიდო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია” და აჭარის მთავრობა, გოდერძის სათხილამურო კურორტს კვირას, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე გახსნის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, კურორტის გახსნის ცერემონიას, საქართველოს მთავრობის, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყობა სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები