სასამართლოში ‘’გზამკვლევი არბიტრაჟში’’ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ‘’გზამკვლევი არბიტრაჟში’’ პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საბჭოს წევრები და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.
გზამკვლევის მიზანია, მოსამართლეთათვის არბიტრაჟის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკით დამკვიდრებული მიდგომების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გზამკვლევი ეხმიანება არსებულ გამოწვევებს და მას საფუძვლად დაედო სასამართლო პრაქტიკის შესწავლა, ავტორთა დისკუსიები და შეხვედრები მოქმედ მოსამართლეებთან.
“გზამკვლევი არბიტრაჟში’’ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ‘’ გაეროს ერთობლივი პროგრამა: ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში’’ მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მიზანია არბიტრაჟმა მეტად დაიმკვიდროს თავი ქართულ სამართლებრივ სივრცეში.
პროექტის ფარგლებში, იგეგმება გზამკვლევის შემუშავება მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები