ეკატერინე გრიგალავამ სამეგრელოში ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და კონსერვაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ, სამეგრელოს მთიანეთში დაცული ტერიტორიის შექმნის, მისი მდიდარი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა.

პროექტი, სამეგრელოს რეგიონში 2015-2017 წლებში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ  განხორციელდა, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის  ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც  მოიცავდა, სამეგრელოს მაღალმთიან რეგიონებში  ბიომრავალფეროვნების კვლევას. პროექტი, ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრაქტიკის დანერგვით, ადგილობრივი სამიზნე თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და 7 მინიციპალიტეტის 21 სამიზნე თემში ჰაბიტატების კონსერვაციაზე ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში გამწვანებისა და დასუფთავების აქციები გაიმართა. ასევე, განხორციელდა დეგრადირებული ტყეების ფრაგმენტებისა და ქარსაცავი ზოლების აღდგენითი სამუშაოები.  მოსწავლეებისათვის კი,  სასკოლო ოლიმპიადები და ეკო-ბანაკები მოეწყო.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კველევების საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მდგრად განვითარებას და საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები