მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს საკითხი ეუთო-ში აქტიურად დგას

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ევროპაში არსებულ კონფლიქტებს. მისივე თქმით, შესაბამისად აქტიურად იქნა განხილული მრავალი დელეგაციის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტი, რა დროსაც კიდევ ერთხელ მიიღო საქართველომ პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართ.

როგორც ”კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოიხატება ეუთო-ს აქტიური ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში და საქართველოს საკითხის ეუთო-ს დღის წესრიგში მუდმივი არსებობით. ამ მხრივ, მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის აქტიურობას, რომელიც უკვე მეორე წელია ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას იღებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია ეუთო-ში საქართველოს საკითხზე ვერ ხდება კონსენსუსის მიღწევა რუსეთის ფედერაციის პოზიციის გამო, მნიშვნელოვანია, რომ უკვე მეორე წელია ორგანიზაციის ფარგლებში გამოიკვეთა მეგობართა ჯგუფი, რომელიც აქტიურად უჭერს საქართველოს მხარს და მათი მხრიდან მიიღება საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, რომელიც მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი ხდება. დღეს გაიმართა კონსულტაცია მეგობართა ჯგუფთან და ჩვენ ველოდებით რომ, ისევე როგორც გასულ წელს, გაკეთდება შესაბამისი განცხადება.
განცხადებაში, საუბარია როგორც საქართველოში მიღწეულ პროგრესზე დემოკრატული განვითარების კუთხით, ასევე განცხადება ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტეროტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც ასევე არის საუბარი საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაშიც.

„ეს ვალდებულებებია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, და იმ შესაძლებლობების შექმნა, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო მოქანიზმები იქნას წარმოდგენილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაშვებული იქნას საერთაშორისო ორგანიზაციები, გადაიდგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის“, -განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველო აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომაში, რომელიც 2017 წლის 7-8 დეკემბერს ვენაში გაიმართა.
მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე და ორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთო-ს წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლის შემადგენლობაში შედიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები