„თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

თბილისში მოსული თოვლის გამო, „თბილსერვის ჯგუფმა“ გამთენიისას გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარა, – ამის შესახებ “კვირას“ „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გამთენიისას, ძირითადად, თბილისს შემოერთებული ტერიტორიები, კოჯორი, წყნეთი და სხვა, _ გაიწმინდა. გზებზე, ასევე, დაიყარა ტექნიკური მარილი.

“ამ ეტაპზე მუშაობა აღარ მიმდინარეობს. გამთენიისას მიმდინარეობდა სამუშაოები, ძირითადად, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე. ასევე, ქალაქის მასშტაბით დაიყარა ტექნიკური მარილი და გზები გაიწმინდა”, – აცხადებენ “თბილსერვის ჯგუფში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები