„არა ქუჩისაკადემიას, არა დანაშაულს, ჩვენ გვსურს განვითარება“ – სტუდენტები საპროტესტო აქციას აანონსებენ

„არა ქუჩისაკადემიას, არა დანაშაულს, ჩვენ გვსურს განვითარება“ – სტუდენტები საპროტესტო აქციას აანონსებენ. კამპანიის ინიციატორი შავი ზღვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, თორნიკე სვანიძეა. ჩანაფიქრის განხორციელებაში კი მას მეგობრები ეხმარებიან. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი კამპანიის წამოწყების აუცილებლობა არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულთა რაოდენობის შემაშფოთებელმა ზრდამ განაპირობა. მათივე განმარტებით, შექმნილი ვითარება მხოლოდ სახელმწიფოს თავსატეხი არაა და პრობლემის გადაჭრაში საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს.
„მოგესალმებით ძვირფასო ადამიანებო, მოგეხსნებათ, რომ გახშირებულმა არასრულწლოვნების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა სრულიად შეძრა საქართველო .
ჩვენ წამოვიწყეთ კამპანია “არაქუჩისაკადემიას , არა დანაშაულს , ჩვენ გვსურს განვითარება !!” შესაბამისად დაგეგმილია პირველი საპროტესტო აქცია 2018 წლის 28 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციასთან 18:00-საათზე !
დროა ოპერატიულად გონივრული და სამართლებრივად შინაარსობრივი ნაბიჯები გადავდგათ სახელმწიფოსთან ერთად. ეს ფაქტი არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემასაც წარმოადგენს.
28 იანვრის შემდეგ გავხდებით კიდევ უფრო აქტიურები, დავიწყებთ სამართლებრივი შეგნების განვითარებას მოზარდებში და ყველანი ერთად დავამხობთ ქუჩის მენტალიტეტს ! ვინაიდან ეს ქართული არასდროს ყოფილა” – აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები