პალესტინელებსა და ისრაელის ჯარს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

პალესტინისა და ისრაელის ჯარს შორის მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე შეტაკებები გრძელდება.
დემონსტრანტები ამერიკის დროშებს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს ფოტოებს წვავენ.
„ჰამასის“ ლიდერმა უკვე მოუწოდა პალესტინელ მოსახლეობას ახალი აჯანყებისკენ, რომელიც იმ მრისხანებას გამოხატავს, რაც ტრამპის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
მდინარის დასავლეთ ნაპირზე პროტესტანტები ცეცხლს ანთებენ და ქვებს ესვრიან ჯარისკაცებს. ბეთლემში ჯარებმა ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. ამ დროისთვის დაშავებულები არ არიან. ხვალ, მუსლიმების წმინდა პარასკევს, პალესტინელები „ინტიფადას“ ანუ ისრაელის წინააღმდეგ „მრისხანების დღის“ მოწყობას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები