სამხრეთ ფლორიდაში 17 ფუტის სიგრძის პითონი აღმოაჩინეს

მსოფლიოში ყველაზე გრძელი პითონი, სამხრეთ ფლორიდაში აღმოაჩინეს, რომელიც 17 ფუტის სიგრძისაა და დაახლოებით 60 კილოგრამს იწონის.
მტაცებლური ბუნების მქონე პითონები, სამხრეთ ფლორიდის ტერიტორიაზე საკმაოდ გავრცელებულია, ისინი მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნიან.
იმ ადგილებზე, სადაც დიდი ზომის პითონები ბინადრობენ, ბეწვიანი ცხოველების რაოდენობა, 99%-ით მცირდება.
„South Florida Water Management Department“ის წარმომადგენლებმა, 25 გამოცდილი მონადირე დაიქირავეს, რომლებიც მაიამის ტერიტორიაზე, ინვაზიური მტაცებლის პრობლემას მოაგვარებდნენ.
მონადირეებმა 743 პითონი გაანადგურეს, რომელთა საერთო წონა დაახლოებით 5000 კილოგრამს გაუტოლდა.
პითონის ტყავი, სხვადასხვა პროდუქტის შესაქმნელად გამოიყენება, ქვეწარმავლის მთელი სხეული ვერცხლისწყლით არის გაჯერებული, ამიტომ ის საჭმელად უვარგისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები