დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინიმ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა. „ამ განცხადებამ შესაძლოა, უკან, კიდევ უფრო ბნელი დროისკენ გადაგვისროლოს, ვიდრე ისაა, რომლის გადატანაც ახლა გვიწევს“- განაცხადა მოგერინიმ ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ, უკვე ისაუბრეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმაც. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, სპიკერის მეშვეობით, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კანცლერი არ უჭერს მხარს დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის პოლიტიკის ამ კუთხით შეცვლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები