მოსკოვი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, შეშფოთებულია

მოსკოვი შეშფოთებულია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ აშშ-ის მიერ გამოცხადებული ახალი პოზიცია იერუსალიმის თაობაზე, შეიცავს რისკს, დამატებით გართულდეს პალესტინა-ისრაელის ურთიერთობები და, ასევე, ვითარება მთლიანად რეგიონში. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და უარი თქვან მოქმედებებზე, რომლებიც შეიცავს გარკვეულ საშიშროებას და არაკონტროლირებად გამოწვევებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იერუსალიმის წმინდა ადგილებში ყველა მორწმუნეს წვდომის უზრუნველყოფას”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები