ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ ბომი რუსეთში დააკავეს

0

მოსკოვში ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ ბომი დააკავეს, ის რუსი ტელემაყურებლისთვის საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტია. ბომი სხვადასხვა ტელე-შოუსა და პოლიტიკურ გადაცემაში იღებდა მონაწილეობას. ტელეკომპანია “Рен-ТВ”-ის ინფორმაციით, ჟურნალისტის დაკავების მიზეზად, რეგისტრაციაში არსებული დარღვევები სახელდება.
მაიკლ ბომმა, ნიუ-იორკში, კოლუმბიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთვრა. ის ამერიკის მოქალაქეა, თუმცა, ბოლო 20 წელია, რუსეთში ცხოვრობს. ამერიკელი ჟურნალისტი რუსული პოლიტიკური გადაცემების ხშირი სტუმარია.

კომენტარები

კომენტარი