სეულში, სპეციალური სამხედრო რაზმი, კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციისთვის გადამზადდება

სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 000 დოლარზე მეტი, სპეციალური სამხედრო რაზმის მოსამზადებლად დაიხარჯება, რომლებიც სეულზე დარტყმის შემდეგ ფხენიანს გაანადგურებენ და კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციას განახორციელებენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, სპეციალური საბრძოლო ტექნიკის შეძენა და ათასობით მებრძოლის გადამზადება მოხდება, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “Россия 24” ავრცელებს.
სამხრეთ კორეული სპეცრაზმი, ამერიკული სპეც-სამსახურების მიერ გამოყენებული „SEAL Team Six“-ის მეთოდით გადამზადდებიან, რომლის შედეგადაც, ბინ ლადენის ლიკვიდაცია განხორციელდა.
თავდაპირველად, სამხრეთ კორეის ხელისუფლებას, სპეცრაზმელების გადამზადება 2019 წლისთვის ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, პროცესის დაჩქარებას, ფხენიანის მიერ ბირთვული ტესტების განხორციელებამ ხელი შეუწყო. ინფორმაცის სააგენტო „Sun“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები