მიხეილ ჩხენკელი იან კელის შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას. განსაკუთრებული აქცენტი ამერიკის მთავრობის ინვესტიციის მნიშვნელობასა და საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აქტივობებზე გაკეთდა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2018 წელს დაგეგმილი აქტივობები. შეხვედრის ბოლოს კი, მხარეებმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები