თურქმა სამართალდამცველებმა 102 მიგრანტი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა 102 მიგრანტი დააკავეს, მათი უმრავლესობა პაკისტანელია. 77 უსაბუთო მიგრანტი, ბულგარეთში და საბერძნეთში გადასვლას ცდილობდა, სტამბულში დაკავებული 25 ადამიანი კი, ყალბი პირადობის მოწმობით სარგებლობდა.
თურქეთის ხელისუფლებამ, დაკავებული მიგრანტები, საიმიგრაციო მართვის ორგანოებს გადასცა.
თურქეთი, ლტოლვილებისთვის, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩასასვლელად ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა.