ვალერიან გორგილაძე კიევის მოვლენებზე: შესაძლოა, ეს ყველაფერი უკრაინის ოკუპაციით დასრულდეს

კიევში განვითარებული მოვლენებს და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქმედებებს, ექსპერტი ვალერიან გორგილაძე უკრაინისთვის საფრთხის შემცველს უწოდებს და აცხადებს, რომ შესაძლოა “ხრეშჩატნიკზე“ რუსული ტანკები ვიხილოთ.

როგორც გორგილაძემ „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკრაინაში სააკაშვილის აღზევებას არ შეეგუება.

„ნებისმიერი დესტაბილიზაცია, მით უმეტეს, როდესაც ამ დესტაბილიზაციას ახორციელებს სააკაშვილი, უკრაინისთვის საფრთხის შემცველია. ამ მოვლენებმა, შესაძლოა, დონბასში სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს, მეტიც, შესაძლოა, ეს ყველაფერი უკრაინის ოკუპაციით დასრულდეს და “ხრეშჩატნიკზე“ რუსული ტანკები ვიხილოთ. ამიტომ, უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინელ ხალხს სიფრთხილის გამოჩენა მართებს. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებაში სააკაშვილის აღორძინებას არ შეეგუება. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას – როდესაც კიევის ცენტრში ახორციელებ ოპერაციას და სააკაშვილის მხარდამჭერები ახერხებენ მის გათავისუფლებას, ეს არის კიდევ ერთი ლაკმუსი და მაჩვენებელი იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება კრიზისულ ვითარებაშია, ლეგიტიმაციის ხარისხი არის ძალიან დაბალი“, – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები