თალაკვაძე – ახალმა გუნდმა ისეთი სტარტი აიღო, სიცოცხლით სავსე ქალაქი სავსებით რეალური ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისის ახალმა ხელისუფლებამ კარგი სტარტი აიღო – “სიცოცხლით სავსე ქალაქი” სავსებით რეალური პროექტია.

თალაკვაძის განცხადებით, 2018 წლიდანვე კახა კალაძის მერობის პირობებში, დედაქალაქის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება, რაც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, სოციალურ პროგრამებს, ახალ ინფრასტრუქტურას, ქალაქის ეკოლოგიას და გამწვანებას მოხმარდება.

დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერიის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინა და რამდენიმე პროექტზე ისაუბრა, რომელიც გაზრდილი ბიუჯეტით დაფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები