საჩხერის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, კალათბურთის მატჩი გაიმართა

საჩხერის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, სპორტული ღონისძიება გაიმართა. საჩხერისა და ჭიათურის საჯარო სკოლების  ნაკრებ გუნდებს შორის, კალათბურთის მატჩი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა. კალათბურთის მატჩს საჩხერისა და ჭიათურის სასპორტო სკოლების მწვრთნელთა გუნდი და სპორტის პედაგოგები ხელმძღვანელობდნენ.

საჩხერის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით გამართულ შეჯიბრში, გამარჯვება ანგარიშით 65:57 საჩხერის გუნდმა მოიპოვა.

გამარჯვებულ გუნდს, საქართველოს პროკურატურის სახელით, თასი და სიგელები გადაეცა, სპეციალური სიგელები გადაეცათ ასევე ცალკეულ კატეგორიაში საუკეთესო მოთამაშეებს.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა  და მისი მიზანია მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები