გორში, 68 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას მამამ გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, 68 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 20 წლის ახალგაზრდა, სამართალდამცველებს მამამ ჩააბარა.

68 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 4 დეკემბერს ნახეს. ის მარტო ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ქალბატონთან დაკავშირება ვერ შეძლეს, მეზობლებმა მიაკითხეს და იატაკზე გარდაცვლილი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დანაშაული ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა.

შსს-მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები