პოლიციამ 68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ სოფელ კარალეთში 68 წლის ქალის მკვლელბაში ეჭვმიტანილი დააკავა.
ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ამ წუთებში მის საცხოვრებელ სახლთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი.

დაკავებული 20 წლის ახალგაზრდაა. მეზობლების ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პოლიციას დაკავებულის მამამ აცნობა.
68 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 4 დეკემბერს ნახეს. ის მარტო ცხოვრობდა და მას შემდეგ რაც მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს მეზობლებმა მიაკითხეს და იატაკზე იპოვეს.

მათვე სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეს. გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

შსს-მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები