მოზარდების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს გაიმართება

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 15:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი სრულწლოვანი პირი პატიმრობაში დატოვა, იგივე ბრალდებით დაკავებულ 21-წლამდე ასაკის პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო არასრულწლოვანი მშობლის მეთვალყურეობაში გადასცა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

მკვლელობაში ბრალდებული არასრუწლოვანი, რომელსაც პოლიცია სამი დღე ეძებდა, სამართლადაცვლებს გუშინ ჩაბარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები