არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდა

ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ სრულწლოვან პირებს პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, 21-წლამდე ასაკის პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ხოლო არასრულწლოვანი მშობლის მეთვალყურეობაში გადასცა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ბრალდებულთათვის  სრულწლოვან პირთა პატიმრობაში დატოვებას, არასრულწლოვნის მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემას, ხოლო 21 წლამდე პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

დაკავებულ პირთა ადვოკატები კი სასამართლოს დაკავებული პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, რაც საქმის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები