პროკურორი:არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც დაკავებულ პირთა ბრალეულობას ადასტურებს

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რაც დაკავებულ პირთა ბრალეულობას ადასტურებს,- ამის შესახებ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

პროკურორი სრულწლოვან პირთა პატიმრობაში დატოვებას,   არასრულწლოვნის მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემას, ხოლო 21 წლამდე პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

დაკავებულ პირთა ადვოკატები კი სასამართლოს  დაკავებული პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით  მიმართავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები