საქალაქო სასამართლოში ჰიპერმარკეტ “გორგიას” დამფუძნებლის გატაცების მცდელობის საქმის განხილვა დაიწყო

ჰიპერმარკეტ “გორგიას” დამფუძნებლის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. საქმეს სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია განიხილავს.
მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო.
თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, დაცვის მხარე ერთ-ერთი ბრალდებულის რამაზ მენთეშაშვილის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ოქმის დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.
ადვოკატების მტკიცებით, გამოკითხვის ოქმზე, ბრალდებულს ყველა ფურცელზე არ აქვს ხელი მოწერილი, რაც საპროცესო ნორმების დარღვევაა.
ამასთან, ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილიყო, თუმცა, მოსამართლემ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ვინაიდან ბრალდებულებისთვის წაყენებული ერთ-ერთი მუხლი ნაფიცი მსაჯულების მიერ განსჯად მუხლებში გადის, მოსამართლემ ბრალდებულებს ჰკითხა, სურდათ თუ არა საქმე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილულიყო, რაზეც ბრალდებულებმა და დაცვის მხარემ უარი განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები