მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. სამივე პირს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
პროკურატურამ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ხუთი პირი მისცა პასუხისგებაში, თუმცა, ვინაიდან ორი მათგანი არასრულწლოვანი იყო, ბრალდება მხოლოდ სამ პირს წაუყენეს.
დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, შსს-მ სამი პირი გუშინ დააკავა.
ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებას 2 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები