შსს: ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავებული პიროვნება შსს-ს თანამშრომელი იყო

ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავებული პიროვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო,-ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ უწყებაში დაუდასტურეს.
როგორც სამინისტროში განმარტეს, როდესაც ფაქტი მოხდა თენგიზ კალანდია სამინისტროს კადრების განკარგულებაში იყო გადაყვანილი, ამჟამად კი ის სამინისტროში აღარ მუშაობს.

გამოძიების ვერსიით, კალანდიასთვის ასევე, მისი შვილების – ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის. რაც შეეხება მოქალაქეებს – ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები