უკრაინელი დეპუტატი რესტორანში ველოსიპედით მივიდა

უკრაინულმა მედია-საშუალებებმა ვიდეო-ჩანაწერი გაავრცელეს, სადაც რადიკალური პარტიის ლიდერ ოლეგ ლიაშკოს რესტორანში ველოსიპედით შესვლის ფაქტია ასახული.
ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი დეპუტატი, ყველანაირ ტრანსპორტს ველოსიპედით ჩაანაცვლებს. ამრიგად, ამ ინფორმაციის დაზუსტება მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც ის რესტორნის დარბაზში ველოსიპედით შევიდა.
რადიკალური პარტიის ლიდერი, საკუთარ თავს ღარიბების დამცველად მოიხსენიებს.
უკრაინელ დეპუტატს უკანონო გამდიდრება ედებოდა ბრალად, თუმცა, მან ბრალდება „პოლიტიკურ დაკვეთად“ შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები