ელტონ ჯონს დედა გარდაეცვალა

ბრიტანელ ლეგენდარულ მუსიკოს ელტონ ჯონს, დღეს დედა გარდაეცვალა. შეილა ფეირბრაზერი 91 წლის იყო. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, მან შვილთან შერიგება შეძლო, რომელსაც 9 წელი არ ელაპარაკებოდა. ელტონ ჯონმა სამწუხარო ინფორმაცია საზოგადოებას თავისი ინსტაგრამის მეშვეობით ამცნო: „ამ დილით დედა გარდაიცვალა. მე ის წინა ორშაბათს ვნახე. შოკში ვარ. ძალიან დამაკლდები.“
წლების წინ, შეილა ფეირბრაზერმა ჟურნალისტებს გაანდო, რომ შვილთან მისი დაპირისპირების მიზეზი ელტონ ჯონის მომავალი მეუღლე დევიდ ფერნიში გახდა. ქალი ფიქრობდა, რომ სწორედ მან განაწყო მისი შვილი დედის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები